მაშველი გოგონები, რომლებიც ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე წელს პირველად იზრუნებენ, უკვე გადამზადდნენ

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურმა მაშველი გოგონები გადაამზადა, რომლებიც წელს პირველად ზღვაზე დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

უწყების ინფორმაციით, წელს აჭარის სანაპიროზე 20-მდე გოგონა მაშველი იქნება. ისინი საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადება აკადემიის ბაზაზე გაიარეს.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წყალზე მაშველთა რაოდენობა 160-და 250-მდე გაიზრდება, რაც 90-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს“, - აცხადებენ უწყებაში.

15 ივნისს, აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება და სწორედ ამ დღეს წყალზე მაშველები ოფიციალურად შეუდგებიან საქმიანობას.

"საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ, ვაკანსია რომ გამოცხადდა, მივიღე მონაწილეობა. ესაა ჩემთვის გამოწვევა. სურვილი მაქვს გავაკეთო ის საქმე, რასაც ბიჭები აკეთებენ და დავიცვა ზღვაში მყოფი მოქალაქეთა უსაფრთხოება", - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მაშველმა გოგონამ, ქრისტინე დიდმანიძემ.

იხილეთ ვიდეო: გაიცანით, მაშველი გოგონები, რომლებიც თქვენს უსაფრთხოებაზე წელს პირველად იზრუნებენ

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა