სირიის არმიამ იდლიბის პროვინცია დაბომბა

სირიის არმიამ მოკავშირეებთან-რუსეთთან და გასამხედროებულ შიიტურ დაჯგუფებებთან ერთად, არტილერიით და ავიაციით სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე იდლიბის პროვინცია დაბომბა. დაბომბვა ოთხშაბათს და ხუთშაბათს მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხშაბათს რუსეთმა და თურქეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევის თაობაზე გამოაცხადეს. ამბოხებულებმა არტილერიით გახსნეს ცეცხლი. ამ ცნობას „როიტერის“ ბეირუთის ოფისი სამხედრო დამკვირვებლების მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავიაციის სამიზნე იდლიბის პროვინციის სამხრეთში მდებარე ქალაქი ალ-შეიხუნი და მისი შემოგარენი იყო.

რუსეთი მხარს უჭერს პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმს, თურქეთი - ამბოხებული დაჯგუფებების ნაწილს. სექტემბრიდან ამ რეგიონში მოქმედებს ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვვეტის რეჟიმი, რომლის თანახმადაც, არ უნდა განხორციელებულიყო დაბომბვა, ასევე ამბოხებულთა პროთურქულ ჯგუფებს ფრონტისპირა ზონიდან უნდა გაეყვანათ მძიმე შეიარაღება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა