ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, ნაწილზე კი მოლაპარაკება გრძელდება

თბილისის მერიასთან გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიეთ, რიგ საკითხებზე კი მოლაპარაკების პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

"ჩვენ გარკვეულ შეთანხმებას თბილისის მერიასთან მივაღწიეთ: ბანკებთან მიმართებაში, მარჯვენასაჭიან მანქანებთან მიმართებაში და ფირებთან მიმართებაში. გარკვეულ საკითხებზე კი მოლაპარაკებები გრძელდება. ეს შეეხება ავტობუსისთვის გამოყოფილ ზოლში შესვლას, ტექდათვალიერების თანხის განახევრებას და ასევე უფასო პარკინგების დამატებას. მერიის წარმომადგენლები გვისმენენ, ვსაუბრობთ და იმედი გვაქვს, რომ სხვა დანარჩენ საკითხებზეც შეთანხმებას მივაღწევთ", -განაცხადა ტაქსის მძღლების საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ვალერი ქადაგიშვილმა.

გარდა ამისა, მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კომენტარი გააკეთეს კახა კალაძის განცხადებაზე იაფ სესხებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ეს საკმაოდ კარგი ინიციატივაა, დიდი შეღავათი იქნება მათთვის და ამის გამო თბილისის მერს მადლობაც გადაუხადეს. მათივე განმარტებით, იაფი სესხებით მხოლოდ A კატეგორიაში მყოფი მძღოლები ისარგებლებენ, ხოლო B კატეგორიის მძღოლი ისარგებლებს იმ შემთხვევაში თუ ის A კატეგოორიაში გადავა.

მათ ასევე კომენტარი გააკეთეს ოპოზიციის განცხადებაზე, ტაქსების რეფორმის ჩავარდნასთნ დაკავშირებით.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს მერიასთან და ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწიეთ. ასევე პროცესი დაწყებულია და მიმდინარეობს, შესაბამისად, ჩვენ არ გვგონია, რომ ეს რეფორმა ჩავარდეს", - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

შეგახსენებთ, რომ ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა