ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ საკუთარი ნებით თქვა უარი იმ საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერაზე, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან შემოღება ასახული იყო

2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის დროს ოპოზიციას 2020 წლისათვის პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდოდა, მაგრამ რეფორმისთვის მხარდაჭერა არ უნდოდათ - პოლიტიკაში კი ასე გამოდის, თუკი 2020 წლისთვის პროპორციური არჩევნები მათთვის პრიორიტეტული იყო, ეს შევთავაზეთ, რაზეც უარი თქვეს, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

“როდესაც ჩვენ ოპოზიციას 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის დროს 2020 წლისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა შევთავაზეთ, მათი პასუხი იყო: - ხელები უნდა დაგვატყდეს, ამ საკონსტიტუციო რეფორმას რომ მხარი დავუჭირითო. ოპოზიციამ საკუთარი ნებით თქვა უარი იმ საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერაზე, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან შემოღება ასახული იყო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხი, რასაც ამჟამად ოპოზიცია სვამს, განიხილება არა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, არამედ საპარლამენტო ფორმატში, როცა მათ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება.

„პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის შემდეგ ამოქმედდება და როგორც კი შემდგომი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, იმის შემდგომი არჩევნები სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ყალიბდება საპარლამენტო რესპუბლიკა თავისი პროპორციული სისტემით. ამას თავისი რისკები და გამოწვევები აქვს, მაგრამ მთავარი მიღწევა არის ის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება გამორიცხული იქნება. პროპორციულ სისტემას აქვს თავისი რისკები და გამოწვევები. ჩვენ ევროპულ პრაქტიკასაც ვხედავთ, როცა პრობლემები ისეთ ქვეყნებშიც კი გაჩნდა, სადაც კონსოლიდირებული პარტიული სისტემაა ჩამოყალიბებული. არის ქვეყნები, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა. ამიტომ თუკი ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიები, ჩვენი საქმიანობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა