„პრაქტიკული აკადემია“ პროფესიული განათლების ქართულ-გერმანულ დღეებში მიიღებს მონაწილეობას

პროფესიული განათლების ქართულ გერმანულ დღეებში „უნარები საქართველოსთვის“ მონაწილეობას „პრაქტიკული აკადემია“ მიიღებს. ღონისძიება თბილისში 15-16 ივნისს გაიმართება და დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების პროგრამების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

პრაქტიკული აკადემია საგანმანათლებლო სივრცეში თავისი სტენდით იქნება წარმოდგენილი და ყველა დაინტერესებულ პირს მისი პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ამასთან, აკადემიაში სწავლის მსურველებს, საშუალება ექნებათ, ადგილზევე გაიარონ რეგისტრაცია, სასურველი პროგრამა შეარჩიონ და სწავლას შეუდგნენ.

როგორც „პრაქტიკული აკადემიის“ დირექტორი ნინო ფეიქრიშვილი განმარტავს, აკადემიაში სწავლების მეთოდი დუალური პროფესიული განათლების პრინციპზეა აგებული, შესაბამისად, გერმანიისა და საქართველოს მიერ ერთობლივად ორგანიზებული მასშტაბური ღონისძიების კონცეფციას სრულად ერგება.

„პრაქტიკული აკადემიის მისია პროფესიული განათლების ხელშეწყობაა, რომელიც დუალური საგანამანათლებლო პროგრამებით სხვადასხვა სფეროში მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადებას და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს.

შესაბამისად, ჩვენთან არის პროფესიული გადამზადების ისეთი პროგრამები, რომელიც დასაქმების ბაზრისთვის პრიორიტეტულია . 15 და 16 ივნისს გამართულ ქართულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეების ფარგლებში, თვითონ პრაქტიკული აკადემია იქნება წარმოდგენილი. ამასთან, თითოეულ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, რომ ჩვენი პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს.

„პრაქტიკული აკადემიის“ პროგრამები არის დუალური სწავლის ფორმარტზე აგებული, შესაბამისად, ძალიან მცირე ნაწილი ეთმობა თეორიას და პროგრამების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ სამუშაოებში სტუდენტების ჩართვას გულისხმობს“, - განმარტა ნინო ფეიქრიშვილმა.

„პრაქტიკული აკადემია“ არის სასწავლო დაწესებულება, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე. აკადემიის მიზანია პროფესიული განათლების ხელშეწყობა, სხვადასხვა სფეროში მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება „პრაქტიკული აკადემიის“ პარტნიორ ორგანიზაციებში.

რაც შეეხება 15-16 ივნისს გასამართ ღონისძიებას, „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეების“ მასპინძლები საქართველოსა და გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები არიან. ეს იქნება პროფესიული განათლების მიმართულებით ყველაზე დიდი ღონისძიება, რაც კი საქართველოში ამ დრომდე ჩატარებულა, რადგან მას პროფესიული განათლების 20-ზე მეტი გერმანელი ექსპერტი და 8000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა