საგარეჯოში 14 წლის გოგოს მოტაცების და გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 წლის გოგოს მოტაცების და გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული სიღნაღის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულს სახელმწიფო ბრალდება 2015 წელს მომხდარს ფაქტს ედავება.

დღევანდელ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას დაკავებულის ადვოკატი 5000- ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაში სავარაუდო ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება 2015 წლის 9 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ლ. ბ. -ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. უწყებისვე ცნობით,2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადების საფუძველზე გამოიკითხა ლ. ბ., სადაც საქმეზე გამოკითხულმა ლ. ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა