კახა კალაძე -  ნულამდე უნდა დავიყვანოთ მშენებლობებზე უბედური შემთხვევები

ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ნულამდე დავიყვანოთ მშენებლობებზე მომხდარი უბედური შემთხვევები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შრომის უსაფრთხოებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმ რეგულაციების შემდეგ, რაც შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიიღეს და გაამკაცრეს, სტატისტიკის მიხედვით, უბედური შემთხვევების რიცხვი შემცირებულია. ამასთან, როგორც კალაძემ განაცხადა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიაღწიეს იმ შედეგს, რისი მიღწევაც უნდათ.

„მარტო ჯარიმა არ არის გამოსავალი, თუმცა იმ რეგულაციების შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ და გავამკაცრეთ, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რა თქმა უნდა, შემცირებულია უბედური შემთხვევები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც გვინდა მივაღწიოთ. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ნულამდე დავიყვანოთ უბედური შემთხვევები. მე ისიც კარგად მესმის, რომ შეიძლება ყველანაირი უსაფრთხოება იყოს დაცული, მაგრამ უბედური შემთხვევა მაინც მოხდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მივიღებთ მათი მხრიდან შენიშვნებს, მოსაზრებებს და ეს თემა იქნება აუცილებლად მოგვარებული. ამ პროცესში ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება პრემიერის ხელმძღვანელობით. ჩართულია პარლამენტი, ბიზნესომბუდსმენი იყო მოწვეული და ყველა უწყება ერთიანი კორდინაციით შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, დეველოპერებმა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმაც უნდა გაითავისონ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე.

„ძალიან მნიშვნელოვანი არის მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება. დედაქალაქის მერიამ რეგულაციებიც კი გაამკაცრა, რომ მაქსიმალურად იყოს ადამიანების უსაფრთხოება დაცული. კანონში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები. დღეს გვქონდა შეხვედრა დეველოპერებთან, სამშენებლო სექტორთან. თითოეულმა მათგანმა უნდა გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოება, დაცულობა, ძალიან ბევრია შემთხვევები მშენებლობებზე ჩაფხუტის გარეშე მომუშავე ადამიანები, მაღალ სართულზე, ფასადზე მომუშავე ადამიანები შესაბამისი დასაბმელი თოკების გარეშე. უამრავია ასეთი შემთხვევა. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ზედამხედველი, ვინც უსაფრთხოების მიმართულებით იზრუნებს ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები