კახა კალაძე - დედაქალაქში არსებულ მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობების ნებართვები, პროექტების დამტკიცების მიუხედავად, არ გაიცემა

დედაქალაქში არსებულ მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობების ნებართვები, პროექტების დამტკიცების მიუხედავად, არ გაიცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მონიშნულია კონკრეტული ლოკაციები, მათ შორის ჟვანიასა და შეშელიძის ქუჩებზე, სადაც მშენებლობების ნებართვები არ გაიცემა.

„არის ლოკაციები, სადაც მოკვლევები გვაქვს დაწყებული, მაგალითად, შეშელიძის ქუჩა არის ერთ-ერთი პრობლემური, მეწყერსაშიში ზონა, სადაც დავიწყეთ ადამიანების განსახლება და უახლოეს მომავალში დავიწყებთ სამუშაოებს, დატერასებას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ყველანაირი რისკი ავიცილოთ თავიდან. რაც შეეხება ჟვანიას ქუჩას, ამაზე კვლევა ჩატარებულია და გვაქვს სრული ინფორმაცია, ვიცით კონკრეტული ადგილები, რომელიც საშიშია და ქალაქის ურბანული განვითარებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ ადგილებში მშენებლობების ნებართვები, რომელიც მზად იყო გასაცემად, დამტკიცებული იყო პროექტები, არის გრგ-ები, ხელოვნურად გვქონდა გაჩერებული და ველოდებოდით ამ კვლევას, მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომ აქ მშენებლობის ნებართვებს ვერ გავცემთ. ადამიანების უსაფრთხოება არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა ადგილებზეც მიმდინარეობს მოკვლევა",- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა