ომბუდსმენმა არასრულწლოვნის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაცია გამოსცა

სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს არასრულწლოვანის საცხოვრებელი გარემოს შეფასების და მისი განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს. მათივე ცნობით, რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ 2019 წლის 22 მაისის განცხადება, არასრულწლოვანის მიმართ განმეორებითი ძალადობის და სავარაუდო იძულებითი ქორწინების თაობაზე და სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგები, მათ შორის, განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტი.

„რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მოითხოვა, დაიგეგმოს ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. კერძოდ, შეფასდეს არსებული რისკები და გარემო ფაქტორები, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს არასრულწლოვანის ემოციურ მდგომარეობაზე თუ მისი ნების ფორმირების პროცესზე. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ბავშვის მშობლების როლის გაძლიერებით, მათი მხარდაჭერით და არასრულწლოვნისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით.

აუცილებელია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად გატარონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. მათ შორის, გამკაცრდეს კონტროლი რეფერირების პროცედურის შესრულებაზე.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზით იკვეთება, რომ ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინებას (განსაკუთრებით, როდესაც არასრულწლოვანის ნების ფორმირებაზე სავარაუდო გავლენა მოახდინა წარსულში მომხდარმა ძალადობის ფაქტმა, და რომელიც არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას), ხშირ შემთხვევაში, ფაქტობრივი ოჯახური ურთიერთობის არსებობის გამო, ყურადღება არ ექცევა. უმეტესწილად ხაზგასმულია ქორწინების ნებაყოფლობითობა ან/და ტრადიციული ფაქტორი და არ ტარდება ღონისძიებები არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა