ევროკავშირის ელჩი - გვინდა დავრწმუნდეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების სისტემა იქნება იმდენად მყარი და გამართული, რამდენადაც შესაძლებელია

დისკუსიის ნაწილი, რაც დღეს გვქონდა მოიცავდა საარჩევნო სისტემასაც, დისკუსიები გაგრძელდება და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების სისტემა იქნება იმდენად მყარი და გამართული რამდენადაც შესაძლებელია, - ამის შესახებ პარლამენტში საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული შეხვედრის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის თქმით, პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ძალიან კარგია და იმედოვნებს, რომ წლის ბოლოსთვის შესაბამისი დასკვნა იქნება წარმოდგენილი.

„მოხარული ვარ მონაწილეობა მივიღო შეხვედრაში, სადაც ყურადღება გამახვილებულია წინა არჩევნებზე, მათ შორის კი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელმაც დატოვა რამდენიმე შემაშფოთებელი ფაქტი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის. მათ წარმოადგინეს რეკომენდაციები, ასევე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმაც. დღეს განხილვის საგანი რაც არის, ესაა 27 ვალდებულება და რეკომენდაცია „ოდირისგან“. ძალიან კარგია, რომ ეს პროცესი ახლა იწყება, რადგან დრო შეზღუდულია. ჩვენ უნდა გვქონდეს დასკვნა წლის ბოლოსთვის. ეს არის მნიშვნელოვანი დავალება. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს იქნება ინკლუზიური პროცესი, სადაც იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები და სააგენტოები. დისკუსიის ნაწილი, რაც დღეს გვქონდა, აგრეთვე მოიცავდა საარჩევნო სისტემას. ამ თემასთან დისკუსიები გაგრძელდება და ჩვენ ვნახავთ როგორი იქნება ის უფრო ფართო ხედიდან. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ საპარლამენტო არჩევნების სისტემა იქნება იმდენად მყარი, გამართული რამდენადაც შესაძლებელია“,- განაცხადა ელჩმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა