ექიმის ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელიც, სავარაუდოდ, „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია, კრიტიკულად მძიმეა

პედიატრიული პრივატ კლინიკის გადაუდებელი სამსახურის უფროსის, ეკატერინე ჩხარტიშვილის განცხადებით, 14 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელიც, სავარაუდოდ, სახიფათო თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია, კრიტიკულად მძიმეა.

„9 ივნისს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 14 წლის პაციენტი კლინიკაში 112-მა შემოიყვანა. ბავშვი იპოვეს ბინაში, მას სავარაუდოდ, გული ჰქონდა გაჩერებული. მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. გოგონას ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. გულის მუშაობა აღდგა და ამჟამად ბავშვი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ამ ეტაპზე მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, - განაცხადა ეკატერინე ჩხარტიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

„პოლიციამ 9 ივნისს, საავადმყოფოდან მიიღო შეტყობინება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა მეზობლების, არასრულწლოვანის ოჯახის წევრების და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია ჰქონოდა. დაინიშნა არასრულწლოვანის საკომუნიკაციო საშუალებების (მობილურის და კომპიუტერული ტექნიკის) ტექნიკური ექსპერტიზა, აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის სინჯები და ტარდება ქიმიური ექსპერტიზა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები” , - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა