ოთარ კახიძე სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ კანონპროექტზე - ამ დოკუმენტს ვერ  შევაფასებთ, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს

მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული ცვლილებები დოკუმენტში, პრინციპული საკითხების გათვალისწინების გარეშე, ვერანაირ კონსენსუზე ვერ ვისაუბრებთ. ვერც ამ დოკუმენტს შევაფასებთ, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს სასამართლო რეფორმის კუთხით,-ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

ოთარ კახიძის თქმით, პოლიტიკური კონსენსუსი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს, რადგან სამუშაო ჯგუფში შემავალი ორი პოლიტიკური ორგანიზაცია: „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეთანხმებიან წარმოდგენილ კანონპროექტს. ამასთან, ოთარ კახიძე იმ რამდენიმე პრინციპს ასახელებს, რომელსაც ისინი სამუშაო ჯგუფის ფორმატში აყენებდნენ. კახიძის განმარტებით პოზიციის დაფიქსირება და მუშაობის გაგრძელება საპარლამენტო ფორმატშიც მოხდება. კახიძე იმედოვნებს, რომ კანონპროექტში ასახვას ჰპოვებს, რადგან ამის გარეშე არავითარ კონსენსუზე საუბარი არ შეიძლება.

„ევროპული საქართველოს აქვს სამი პრინციპული საკითხი, რომელსაც ჩვენ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ვაყენებდით: 1. მოსამართლის დანიშნვისას, როდესაც ქულებით შეფასება ხდება, მოხდეს დასაბუთება თუ რატომ მიენიჭა ესა თუის ქულა მოსამართლეობის კანდიდატს. არ იყოს თვითნებობა და განუჭვრეტელი, განუსაზღვრელი ვითარება. 2. ეს ეხება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას. კანონმდებლობით ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი, რომელსაც ამცირებენ სამ წლამდე, რაც ქმნის საფრთხეს, რომ იუსტიციის საბჭოს კონკრეტულმა შემადგენლობამ თავისი უფლებამოსილების ვადაში ხელი დააფაროს კონკრეტულ მოსამართლეს და არ მისცეს ის პასუხისგებაში. ამით, მომდევნო იუსტიციის საბჭოსაც მოუსპოს შესაძლებლობა, რომ რეალურად გადადგას ნაბიჯები იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელიც კორუფციულ სამართალდარღვევებში არის მხილებული. 3. ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის გატანას სკოლაში. ვინაიდან ცნობილია, ის სკანდალი , რომელსაც ადგილი ჰქონდა ბატონი ლევან მურუსიძის ხელძღვანელობით. მაშინ ტესტების შედეგებმა გაჟონა. დღემდე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და არანაირი შედეგი არ გვაქვს და კლავ ეს უწყება რჩება პასუხისმგებელი ამ თემაზე. კიდევ ერთი საკთხი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მოსამართლის გაძლიერებას ეხება, რომ საქალაქო სასამართლოების მოსამართლეებმა თავად შეძლონ მათი სასამართლოს ხელმძღვანელის-სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. ეს კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივად რჩება“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მაშინ, როცა ქვეყანას ჰყავს იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ნაცვლადმ მოსამართლეების „აბსოლუტურ მორჩილებას უზრუნველყოფს ივანიშვილისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ“, თუნდაც პოზიტიური ცვლილებები სასურველ შედეგს ვერ დადებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა