საქართველოს კონსული - 2019 წელს ისრაელიდან, დაახლოებით, საქართველოს 500-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოხდა, 2018 წელს - 856-ის

დასამალი არ არის, იყო გარკვეული პრობლემები, როდესაც ხდებოდა უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისრაელში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა განაცხადა.

კონსულის განმარტებით, არალეგალური მიგრაციის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ 2016-2017 წლებში იდგა, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება დარეგულირდა. როგორც ალექსანდრე ჯიშკარიანი ამბობს, საქართველოს მოქალაქეები ჯერ ტურისტულად ჩადიოდნენ ისრაელში, შემდეგ კი სამუშაოდ რჩებოდნენ, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.

„ისრაელთან ზოგადად, ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს. განსაკუთრებით მიგრაციის კუთხით, ისრაელთან ურთიერთობა გააქტიურდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ.

2014 წელს შევიდა ხელშეკრულება ძალაში, ამ ხელშეკრულების შემდეგ, თითქმის 90 000 -მდე საქართველოს მოქალაქემ შეძლო ამ რეჟიმით სარგებლობა. ბევრი მათგანი ჩამოვიდა მოსალოცად, მოსანახულებლად. დასამალი არ არის, იყო გარკვეული პრობლემები, როდესაც ხდებოდა უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება იმ კუთხით, რომ მოქალაქეები დაინტერესებული იყვნენ ისრაელში სამუშაოდ დასარჩენად. ისინი შემოდიოდნენ ტურისტულად და შემდეგ რჩებოდნენ ისრაელში სამუშაოდ, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და ისრაელის შესაბამისი სამსახურები, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ ღონისძიებებს ატარებენ.

აღნიშნული პრობლემა 2016-2017 წლებში უფრო მწვავედ იდგა ბოლო ბერიოდში ვითარება საგრძნობლად არის დარეგულირებული და მიგრაციის კუთხით ჩვენ ძალიან სერიოზული შედეგები გვექნება, რასაც საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს. მიმდინარე წელს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისრაელიდან დაახლოებით საქართველოს 500-მდე მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 856-ს შეადგენდა“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა 2019 წელს ისრაელიდან?

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს