საქართველოს კონსული - ისრაელში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს უმოკლეს ვადებში მიეცემათ შესაძლებლობა, რომ დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს

ისრაელში საქართველოს კონსულის განმარტებით, სადეპორტაციო ცენტრი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები არიან მოთავსებულები, საბაზისო სტანდარტებს შეესაბამება. როგორც ალექსანდრე ჯიშკარიანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, ისრაელის სადეპოტრაციო ცენტრში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებსაც უმოკლეს ვადებში მიეცემათ შესაძლებლობა, რომ დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობას.

„სადეპორტაციო ცენტრი არის ისრაელში ერთადერთი, ანუ ყველა ქვეყნის მოქალაქის დეპორტაციამდე განთავსება ხდება ამ ცენტრში. ეს ცენტრი შეესაბამება საბაზისო სტანდარტებს. მოგეხსენებათ ისრაელი განვითარებული ქვეყანაა და გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება ამ კუთხით მათ უწევთ. მოქალაქეებს იქ აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს. გუშინ დაკავებულ პირებს უმოკლეს ვადებში მიეცემათ შესაძლებლობა, რომ დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობას. იქ მუდმივად მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეებს დასჭირდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არასდროს არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა უფლებების დარღვევის ან რაიმე განსაკუთრებულად მძიმე პირობების თვალსაზრისით“, - განაცხადა ალექსანდრე ჯიშკარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა