საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 ძირი ნეკერჩხალი დარგეს

საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 ძირი ნეკერჩხალი დარგეს. როგორც საპენსო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, ხეები აქციის ფარგლებში დაირგო, რომელსაც გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს.

„ჩვენი მხრიდან ეს არის ბუნების მეგობრის აქცია, რაც ასევე სიმბოლურიცაა. ეს ნამდვილად არის ინვესტიცია, ჩვენს მომავალში ასე განვიხილავთ. ეს ხეები გაიზრდებიან, აქ მოვლენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და გაუხარდებათ, რომ დახვდებათ ჩვენი შრომის ნაყოფი, გაზრდილი ხე. ეს სიმბოლურია ასევე იმითაც , რომ ჩვენი სააგენტო საქართველოში დაგროვებით საპენსიო რეფორმას ახორციელებს. დაგროვებითი საპენსიო დანაზოგებიც მომავალში ნამდვილად ინვესიტიციაა თითოეული ჩვენგანისთვის. ეს დაეხმარება ეკონომიკას, ჩვენს ეკონომიკას თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს, გაზრდის მის ტემპს, გაზრდის სამუშაო ადგილებს, შემოსავლებს. ასევე, ამ სქემაში მონაწილე ჩვენი თოთოეული მოქალაქე საპენსიო ასაკში ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილი იქნება“. განაცხადა სურგულაძემ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა