მანანა უგულავა -  ჰენლის ბიზნესის სკოლა მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა

Henley Business School-ი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ბაზაზე ახორციელებს პროგრამას, რეიტინგის მიხედვით დაწინაურდა და მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "ჰენლი ბიზნეს სკოლის" პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოში მანანა უგულავამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, რეგიონში არ არის მსგავსი დონის სკოლა.

„ჰენლის ბიზნესის სკოლა პროგრამას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, საქართველოს მენეჯმენტის სკოლასთან და მალტის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს.

მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესის სკოლებს შორის ერთ-ერთმა უპირობო ლიდერმა, საერთაშორისო სარეიტინგო სისტემების მოწინავე პოზიციებზე მყოფმა პირველმა ბიზნესის სკოლამ დიდ ბრიტანეთში, Henley Business School-მა პარტნიორობა დაიწყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული პროგრამა უპრეცედენტოა, საქართველოში მისი ანალოგი არ არსებობს. დიდ ბრიტანეთში არსებულ სამაგისტრო პროგრამებს შორის რეიტინგით მე-3 პოზიციაზე მყოფი სამაგისტრო პროგრამა „Flexible Executive MBA“ მსოფლიო რეიტინგის უმაღლეს ლიგაში 33-ე პოზიციას იკავებს.

იხილეთ ინფორმაცია რეიტინგის შესახებ მითითებულ ბმულზე https://www.henley.ac.uk/rankings-and-facts

ჰენლის უნივერსიტეტი, როგორც პირველი ბიზნესის სკოლა დიდ ბრიტანეთში, 1945 წელს დაარსდა. ის არის ერთ-ერთი იმ 75 ბიზნესის სკოლას შორის მსოფლიოში, რომელსაც სამმაგი აკრედიტაცია აქვს. საუნივერსიტეტო რეიტინგების მუდმივი ცვალებადობის მიუხედავად, „ჰენლი“ მუდმივად რჩება მსოფლიო ლიდერად, მისი კურსდამთავრებულები კი მსოფლიოს მეგაკორპორაციებში ტოპ-მენეჯერების პოზიციებს იკავებენ.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ინფორმაცია სამმაგი აკრედიტაციის შესახებ მითითებულ ბმულზე: https://www.henley.ac.uk/about-us/accreditations

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა