კახეთში ქერის მოსავლის აღება მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში ქერის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ ახორციელებს.

მათივე ინფორმაციით, ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1200 ჰა ფართობზე სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 4 ერთეული კომბაინი ახორციელებს.

უწყების ცნობით, მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში, კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 48 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.

შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მიწათმოსარგებლეებს მოსავლის აღების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე სხვადასხვა აგროოპერაციას სთავაზობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა