ეკა ბესელია სასამართლო რეფორმაზე - პროექტი არ მინახავს, რადგან ირაკლი კობახიძე არ მაღიარებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო ფასადის შექმნა, დავამშვიდეთ ჩვენი მეგობრები

პროექტი ჯერ არ მინახავს იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე არ მაღიარებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო ფასადის შექმნა, რომ რაღაც გავაკეთეთ, დავამშვიდეთ ჩვენი მეგობრები, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, აზრი არ აქვს, როგორი იქნება საერთო ჯამში, მექანიზმი, თუ ის არის იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც კლანს უწოდებენ.

„პროექტი ჯერ არ მინახავს იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე ხომ არ მაღიარებს და არცერთ ჩვენგანს არ აღიარებს - დამოუკიდებელ დეპუტატებს. არც ის ახსოვს, რომ რეფორმის მეოთხე ეტაპი 2017 წელს მე დავიწყე პარლამენტში. ვიდრე იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობის ხელში რჩება დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმი, ისინი ნიშნავენ და ისინი ათავისუფლებენ მოსამართლეებს, რა აზრი აქვს როგორი იქნება ეს მექანიზმი, თუ ის იქნება იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც კლანს უწოდებენ და ვის მიმართაც იმედი არ არსებობს. მგონია, რომ ახლა სპეციალურად არის გადადგმული საჩვენებელი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოსამართლეთა სია, რომელიც უნდა შემოვიდეს 1 თვეში პარლამენტში, ის სია ყველაფრის ფასად იყოს გატანილი. ეს იყო ფასადის შექმნა, რომ რაღაც გავაკეთეთ, დავამშვიდეთ ჩვენი მეგობრები“,- განაცხადა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა