ბელგიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების 6 დაობლებული ბავშვი მიიღო

ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების 6 დაობლებული ბავშვი, რომლებიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ტერიტორიაზე „სირიის დემოკრატიული ძალების“ ბანაკებში იმყოფებოდნენ, ბელგიამ მიიღო. ამ ცნობას „როიტერის“ ბეირუთის ოფისი ავრცელებს. სავარაუდოდ, ეს ბავშვები არიან ბელგიის იმ მოქალაქეების შვილები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრნენ და დაიღუპნენ. „სირიის დემოკტარიული ძალები“ ამბოხებულთა ის ნაწილია, რომელთა უკანაც აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები დგანან და რომელთა შეიარაღებული ძალებიც უმთავრესად ეთნიკური ქურთებით არის დაკომპლექტებული.

„სირიის დემოკრატიული ძალების“ ოფიციალური წარმომადგენელი მუსტაფა ბალი „ტვიტერის“ მეშვეობით მიესალმა ბელგიის ამ ნაბიჯს და განაცხადა, რომ ეს უნდა შეეხოთ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ გადატვირთულ ბანაკებში და ციხეებში მყოფ მამაკაცებსაც და ქალებსაც. „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები დიდი ხანია აცხადებენ, რომ დიდხანს ვეღარ დაიტოვებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვედჩავარდნილ წევრებს და მათ ოჯახებს, რომელთა დიდი ნაწილი უცხოელი ან საერთოდ მოქალაქეობის არმქონე პირია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა