შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ჰუალინგის ტერიტორიაზე, უაქციზო საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„კერძოდ, თბილისის ზღვის პლაზა (ჰუალინგის ტერიტორიაზე), შპს „HAWK Euro-Asia International (Group)“-ის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარებული დათვალიერების პროცედურის შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი: სიგარეტი (2 620 ღერი) და ალკოჰოლური სასმელი (18 ლიტრი) აღმოაჩინეს. საქონლის ჯამურმა ღირებულებამ 2137,50 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განხორციელდა არსებული საქონლის ჩამორთმევა. სსკ-ის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა