სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები „რეგიონული უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების“ კურსს გაივლიან

სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში „რეგიონული უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების“ კურსს გაივლიან,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების და კონფლიქტების ანალიზის დეპარტამენტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უკვე მეხუთე ნაკადია თსუ საზაფხულო სკოლაში მონაწილე სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა.

„საზაფხულო სკოლაში ყოველწლიურად 30-მდე ამერიკელი სტუდენტი მონაწილეობს. ლექცია-სემინარებს თსუ-ს წამყვანი პროფესორები ატარებენ. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი, საქართველო და რეგიონული პოლიტიკა, საქართველოს ადგილი კავკასიის რეგიონში, საქართველოს ენერგოპოლიტიკა, საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა, საქართველო რელიგიის კონტექსტში, საქართველო და ევროკავშირი, აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი; ადამიანის უფლებები საქართველოში და სხვა“, -აცხადებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თსუ კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ გუგული მაღრაძის თქმით, საქართველოშ სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტების ჩამოსვლა ძალიან კარგია ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი ურთიერთობის გაღრმავებისთვის.

„თსუ-სა და სან დიეგოს უნივერსიტეტის თანამშრომლობა გულისხმობს სტუდენტების გაცვლას. უკვე მეხუთე თაობაა სტუდენტებისა სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, რომელიც ჩამოდის ჩვენს საზაფხულო სკოლაში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს სტუდენტები ხვალ-ზეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა თანამდებობებზე იმუშავებენ - სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში და სხვა, რაც ძალიან კარგია ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ამერიკელ სტუდენტებს აქვთ ძალიან კარგი კონტაქტი ქართველ სტუდენტებთან, გაიმართება ერთობლივი ღონისძიებები, ასე, რომ საზაფხულო სკოლა თსუ-ში ძალიან ნაყოფიერ საქმეს ეწევა ამ მიმართულებით“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

სტუდენტებს დასაწყისშივე ეკითხებათ შესავალი კურსი საქართველოს ისტორიაში. გარდა სალექციო კურსებისა, საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს შეხვედრებს საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო ცენტრებთან, დევნილი მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცალკეულ ექსპერტებთან.

„ვსწავლობ კონფლიქტის ანალიზის და მართვის საბაკალავრო პროგრამაზე, არაბისტი ვარ სპეციალობით. საქართველოს რეგიონი ყველაზე ახლოს არის არაბეთის რეგიონთან და ამიტომ ჩემმა პროფესორმაც მითხრა, რომ ეს საინტერესო იქნებოდა. საქართველო ძალიან სწრაფად მიდის ევროპისკენ და ევროკავშირისკენ, ამიტომ დავინტერესდი საქართველოთი,“- განაცხადა ამერიკელმა სტუდენტმა ჯოშუა შიველმა.

ცნობისთვის, დაგეგმილია ფართო კულტურულ-შემეცნებითი პროგრამა, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმოგზაურონ საქარეთველოს სხვადასხვა რეგიონში და გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს. საზაფხულო სკოლა 30 ივნისს დაიხურება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო