წყნეთში ორი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები განხორციელდა

ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“, წყნეთში, ორ მისამართზე საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

რეაბილიტაცია სოხუმის N13-ში და გურამიშვილის N40-ში ადგილობრივი მცხოვრებლების მომართვიანობის საფუძველზე ჩატარდა. სოხუმის N13-ში ოთხი, ხოლო გურამიშვილის N40-ში რვა ოჯახი ცხოვრობს. პროექტების შედეგად, მათი საცხოვრებელი გარემო განახლებული, გამაგრებული და უსაფრთხოა.

გურამიშვილის N40-ში მიმდინარე სამუშაოების პირველ ეტაპზე, აგურის კედლების, ბეტონის ფილების, კიბეების, ფანჯრებისა და აივნების დემონტაჟი განხორციელდა, გამაგრდა სახლის საძირკველი, მოეწყო კიბეები, განახლდა სართულშუა გადახურვა.

რაც შეეხება სოხუმის N13-ში არსებულ სახლს, ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები ჩატარდა, გამაგრდა საძირკველი, მოხდა კარ-ფანჯრების მოჩარჩოება და ფასადის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, განახლდა სახლის გადახურვა და უახლოეს მომავალში ახალი კარი დამონტაჟდება.

საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები გამგეობის დაკვეთით, კომპანიებმა -„ბილდინგი“ და შპს „ანი“ განახორციელეს.

პროექტის ღირებულება სოხუმის ქუჩაზე, დაახლოებით, 50 000-მდე ლარი, გურამიშვილის ქუჩაზე კი, 65 000-მდე ლარია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა