„Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში, ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-4 კონფერენცია გაიმართება

„Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში, 18 ივნისს ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-4 კონფერენცია გაიმართება.

ამასთან დაკავშირებით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვბისა და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე ასევე, შეჯამდა პროექტის მეხუთე საიუბილეო წლის შედეგები და დაანონსდა ცერემონიისთვის ახალი ნომინაციები.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ: Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის დამფუძნებელი, მარინა ჩაიკა; საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, მედეა ჯანიაშვილი; თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო მაღრაძე; BDO-ს პარტნიორი, კორპორაციული ფინანსების მიმართულების ხელმძღვანელი მაია ხაჩიძე; საპარტნიორო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნინო ქვარიანი.

ღონისძიების ორგანიზატორებმა ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღონისძიებების გამართვა. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია “Welcome to Georgia“-ს პროექტი საქართველოსთვის, რომ ეს პროექტი ხელს უწყობს ტურიზმის სფეროს განვითარებას, ამ სფეროს წარმომადგენლების მოტივირებას და ქვეყანაში ტურისტების ზრდას.

როგორც „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა აღნიშნა, „საქართველოს ბანკი“ ტურიზმის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

„სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობით ქვეყანამ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია ტურიზმის განვითარებაში. გასული წელი ძალიან წარმატებული იყო როგორც შემოსული ტურისტების რიცხვით, მიღებული შემოსავლით, რომელიც 3 მილიარდ დოლარზე მეტია. „საქართველოს ბანკი“ ამაში იღებს აქტიურ მონაწილეობას. ჩვენ 2018 წელს მარტო სასტუმროები დავაფინანსეთ 153 მილიონი დოლარით, რასაც რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. დაფინანსების გარდა მნიშვენლოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, როგორიც ტურიზმის დაჯილდოვებაა. ეს უკვე მეხუთე წელია, რაც გაიმართება ტურიზმის დაჯილდოება და ამაში სულ უფრო და უფრო მეტი სექტორი იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა მასურაშვილმა.

„Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის დამფუძნებელმა, მარინა ჩაიკამ აღნიშნა, რომ წლევანდელ წელს აქტუალურ საკითხებზე ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართება.

„ეს მეხუთე წელია, რაც დაჯილდოვება ტარდება, რაც ნიშნავს, რომ პროექტის პარალელურად, მის იუბილესაც აღვნიშნავთ. დღეს ვაცხადებთ იმ ყველა იმ პროცესის დასაწყისს, რაც დაჯილდოებას შეეხება. კონფერენციის ორგანიზება 2016 წლიდან დავიწყეთ. წარვადგენთ წლევანდელი დაჯილდოვების ნომინაციებს, წელს ძალიან საინტერესო დისკუსიები გვექნება როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. გვექნება პანელური დისკუსიები, შევეხებით ინვესტორებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სტანდარტებს მომსახურებისა და მასპინძლობის სფეროებში. ასევე, ვისაუბრებთ საქართველოს ცნობადობის შესახებ მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნის მარკეტინგულ სტრატეგიებზე და ა.შ.“, - განაცხადა ჩაიკამ.

ამასთან ერთად, მარინა ჩაიკამ გამოაცხადა ახალი 2019 წლის ნომინაციები:: 1. საუკეთესო ავიაკომპანია; 2. საუკეთესო გამავალი ტურ-ოპერატორი; 3. საუკეთესო ნიკ ტურიზმი; 4. საუკეთესო მცირე მეღვინეობის ჯილდო; 5. საუკეთესო Weekend სასტუმროს ჯილდო; 6. საუკეთესო ახალი სასტუმროს ჯილდო; 7. H2Otel წყლის დაზოგვის ჯილდო; 8. საუკეთესო მოგზაურობის ჯილდო; 9. საუკეთესო დანიშნულების/ადგილის ჯილდო; 10. საუკეთესო ტრადიციული ხელნაკეთობათა ჯილდო; 11. საუკეთესო სოფლის ტურიზმის ჯილდო;

ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციას დაესწრება 400-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი, ასევე მედიის წარმომადგენლები.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, პროექტი უკვე მეხუთე საიუბილეო წელია, იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. უკვე მეოთხე წელია, პროექტის თანაორგანიზატორია - საქართველოს ბანკი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორი - „ბიდიო საქართველო“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა