ზაზა ვაშაყმაძე  სემინარზე „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია“  მოხსენებით გამოვიდა

სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში OSCE (ეუთო)-ს ორგანიზებით სემინარის - „ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმი და რადიკალიზაცია: საზოგადოებრივი მიდგომა“ მეორე დღე გაიმართა.

სემინარის თემები გახლდათ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის და სექტორული თანამშრომლობის მიდგომები; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, ტერორიზმის გამომწვევი ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე, სამომავლოდ: ტერორიზმის გამომწვევი რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური პოლიტიკა და ზომები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

სემინარის რიგით მე-5 სესიაზე სიტყვით გამოვიდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, რომელმაც ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის შესახებ. მან ევროპელ სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება რელიგიის კუთხით და სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, ასევე ისაუბრა იმ ტოლერანტულ გარემოზე, რაც ახასიათებს ჩვენ ქვეყანას.

ტრადიციულ და რელიგიურ მშვიდობისმყოფელთა ქსელის წარმომადგენელმა ფინეთიდან, მილა პერუგანკასიმ, დადებითად შეაფასა სააგენტოს საქმიანობა და აღნიშნა, რომ ქართული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

„თქვენ უფრო წინ ხართ წასული, ვიდრე ბევრი ევროპული სახელმწიფო და თქვენგან ბევრი უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა მან.

მან ასევე განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ რელიგიური უმცირესობების დღესასწაულების მოლოცვის ფაქტებზე (მეჩეთში და სინაგოგაში პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წევრების მისვლა და იფტარის გამართვა სახელმწიფოს სახელით), რაც მისი თქმით დიდი მესიჯია, რომელსაც აუცილებლად გადასცემს თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს.

სემინარში ასევე მონაწილეობდნენ: ევგენია პავლოვა - უკრაინული ფონდი ბავშვთა უფლებებისათვის, პოლონეთის ანტიდისკრიმინაციული კანონის საზოგადოების ადვოკატირების ოფიცერი - ელიზა რუტინოვსკა, ოსლოს პოლიციის რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ოფიცერი - ოლე კრისტიან ლინდსტადი, კანადის პოლიციის ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენელი - ამბერდია სოვდი და სხვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა