უკრაინის დელეგაციის წევრები ომის ვეტერანთა ჰოსპიტალს და შშმ პირთა საპროტეზო-ორთოპედიულ ცენტრს ესტუმრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრს ირინა ფრიზს და დელეგაციის წევრებს ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა ჰოსპიტლის ახალი შენობა და “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთასაპროტეზო-ორთოპედიული ცენტრი“ დაათვალიერებინა.

სტუმრებს ჰოსპიტალის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰოსპიტლის უფროსმა ლევან ჯუღელმა გააცნო.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ იმნაძემ და ირინა ფრიზმა ვრცლად ისაუბრეს იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის შესაბამისი უწყებების წინაშე დგას ვეტერანთა ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და მათი ფსიქორეაბილიტაციის უფრო ეფექტური გზების დასანერგად.

შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორმა თეა ერისთავმა კი დელეგაციის წევრებს შშმ პირთა საპროტეზო-ორთოპედიული ცენტრი, მათ შორის პროთეზების საამქრო დაათვალიერებინა და ვრცლად ესაუბრა იმ მიღწევებზე, რაც შშმ პირებს, მათ შორის ვეტერანებს გადაადგილებას და მოძრაობას მნიშვნელოვნად უადვილებთ.

“ისაუბრეს ასევე იმ შეღავათებზე, რასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გერმანულ კომპანია ottobock-ს და შპს “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა