მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციელებმა რამდენიმე პირი დააკავეს. სამართალდამცველებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. სიტუაციის განმუხტვა ჯერ ვერ ხერხდება.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სახელმწიფო კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს იმისთვის, რომ მისულიყვნენ ლგბტ აქტივისტების აქციასთან, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ისინი შეძახილებით მიმართავენ ლგბტ აქტივისტებს, რომ დატოვონ ტერიტორია და შეწყვიტონ აქცია.

როგორც ჟურნალისტებს კონტრაქციის მონაწილე გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა, თუ მათ არ მიეცემათ ლგბტ აქტივისტებთან მისვლის საშუალება, პოლიციის კორდონს გაარღვევენ.

ამ დროისთვის კანცელარიასთან ორი აქცია მიმდინარეობს. ერთ აქციას მართავს ლგბტ თემი, ხოლო მეორე აქციას კი მათი მოწინააღმდეგეები. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა.

დაკავების კადრები კანცელარიიდან - დაპირისპირება პოლიციასა და კონტრაქციის აქტივისტებს შორის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა