მიხეილ ბატიაშვილმა „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ გახსნა

„უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კონფერენცია “Expert to Expert Talks" გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომელსაც 150-მდე ექსპერტი და მოწვეული სტუმარი ესწრება, პროფესიული განათლების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. 22 გერმანელი ექსპერტი ქართველ კოლეგებს პროფესიული განათლების ახალი უნარების მიმართულებით გამოცდილებას უზიარებს, რაც ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს.

მრავალწლიანი თანამშრომლობისა და პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერისთვის მინისტრმა ყველას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერა ფასდაუდებელია ქვეყნისთვის.

„ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის უნარს - მუდმივად ვითარდებოდეს, ქმნიდეს დოვლათს, ზრდიდეს პროდუქტიულობას და იყოს კონკურენტუნარიანი, არის კვალიფიციური და ეფექტური სამუშაო ძალა. კვალიფიციური და ეფექტური სამუშაო ძალის ფორმირება კი შეუძლებელია ხარისხიანი, მოქნილი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, ცვლილებების მიმართ ღია და ადაპტური საგანმანათლებლო სისტემის გარეშე.

თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო მეტად აქცენტირებულია „მომავლის უნარებზე“. ამ ტენდენციის გამოძახილია ჩვენი ღონისძიების დასახელებაც - „უნარები საქართველოსთვის“, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების, როგორც მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე სფეროს პოპულარიზაციას. პროფესიული განათლების ფარგლებში გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა სწორედ ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის აქტუალური უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტროს კარგად აქვს გააზრებული პროფესიული განათლების უმთავრესი პრინციპი - საჯარო-კერძო პარტნიორობა.

სიტყვით გამოსვლისას ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების როლს საქართველოში დუალური სწავლების ელემენტების დანერგვის მიმართულებით.

„საქართველოს პროფესიული განათლების სისტემამ წარმატებით უნდა უპასუხოს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის გამოწვევებს, რომლის შედეგად, ქართველი ახალგაზრდები კონკურენტუნარიანები იქნებიან არა მხოლოდ ქვეყნის შრომით ბაზარზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამ თვალსაზრისითაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გერმანიის გამოცდილების გაზიარება და იმედს გამოვთქვამთ, რომ წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ეტაპებიც“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა