შალვა კერესელიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დავათისა და ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - სონდის, ჯუღისის და ჭართლის მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხებს გაეცნო, მათთან ერთად სოფლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ჭართალში უკვე დასრულდა გაბიონების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე გარე განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში დაიწყება ხიდის მშენებლობა სოფელ ჯუღისში. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სოფელ დავათში საჯარო სკოლა აშენდება. ასევე, დაგეგმილია გარე განათებების მოწყობა, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და შიდა გზების კეთილმოწყობა ჯუღისში, დავათსა და სონდაში. ოთხივე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით.

შალვა კერესელიძემ ჭართლის საჯარო სკოლის მასწავლებლების საჭიროებებიც მოისმინა, ესტუმრა სოფელში არსებული საბავშვო ბაღი და ამბულატორია, ასევე, დაათვალიერა ხალხური რეწვის ოსტატის, მეიარაღე როლანდ ოდიშელიძის სახელოსნო სოფელ დავათში.

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას რეგულარულად ეცნობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა