ჩინეთის ცენტრალურმა მთავრობამ, ექსტრადიციის კანონის განხილვის გადადების შესახებ ჰონგ კონგის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

ჩინეთის ცენტრალურმა მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მხარი დაუჭირა ჰონგ კონგის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ექსტრადიციის კანონის განხილვის გადადების შესახებ. „მხარს ვუჭერთ, პატივს ვცემთ და გაგებით ვეკიდებით ჰონკონგის გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია განცხადებაში. ამას გარდა, პეკინის ხელისუფლებამ დაგმო ძალადობრივი მოქმედებები ჰონკონგში და მხარი დაუჭირა პოლიციას.

ასევე გამოქვეყნდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, „ჰონკონგში მიმდინარე მოვლენები ჩინეთის საშინაო საქმეა და არც ერთ ქვეყანას, ორგანიზაციას ან პიროვნებას არ აქვს მასში ჩარევის უფლება“. სამინისტროს წარმომადგენელმა გენ შუანმა განაცხადა, რომ ურყევია ჩინეთის გადაწყვეტილება, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოს ჰონგ კონგის სტაბილურობა და განვითარება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა