ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, 17-19 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის რესპუბლიკას ეწვევა.

პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. შეხვედრა, ასევე, გაიმართება ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.დაგეგმილია შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან, რუმენ რადევთან და ბულგარეთის პატრიარქ ნეოფიტთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ქალაქ ველიკო ტარნოვოში გაემგზავრება, სადაც ქალაქის მერს, დანიელ პანოვს შეხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და დანიელ პანოვი პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის წევრები:სოფიო ქაცარავა, დავით მათიკაშვილი, ზაზა ხუციშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა