ხელვაჩაურის სოფელ განახლების მოსახლეობის ნაწილი  ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ეწინააღმდეგება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობის ნაწილი სოფელში ავტომობილების მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ეწინააღმდეგება, რომელსაც ერთ-ერთი თურქული კომპანია გეგმავს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დასახლებულ ადგილას მსგავსი ქარხნის მშენებლობა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ და აცხადევენ, რომ თუ რეაგირება არ იქნება, პროტესტი გაგრძელდება.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა