ანონსი 17 ივნისი

17 ივნისს, 09:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საერთაშორისო კონფერენცია „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“ გაიხსნება.
მოწვეული სპიკერები იქნებიან: აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ კარპენტერი, ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი ბრაიან ვიტმორი, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი ლუკ კოფი.
მის.: თელავის ქ.20.
საკონტაქტო: გუგა არჩვაძე - 995 574 80 76 00; (032) 2 2 55 22 22.
17 ივნისს, 09:30 საათზე, „აწარმოე საქართველოს პარტნიორობით“, საგანმანათლებლო პროექტი „დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი“ დაიწყება.
მის: ლოლიტას საკონფერენციო დარბაზი
17 ივნისს, 10:00 საათზე, სემინარი „რატომ ევროკავშირი? - ესტონური გამოცდილება“ გაიმართება. სემინარზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ევროპარლამენტის წევრი ჰანეს ჰანსო და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი.
მის: სასტუმრო „Wyndham Grand Tbilisi“, საკონფერენციო დარბაზი, მე-9 სართული; ლადო გუდიაშვილის N3
17 ივნისს, 10:00 საათზე, სემეკის წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) შეხვედრას გახსნის.
შეხვედრა გაიმართება სასტუმრო „ბეტსი“-ში.
მის.: კოტე მაყაშვილის ქ N32/34.
17ივნისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტის ავტორი მამუკა ჩხაიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მრავალფუნქციური ორანჟერეა დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ - როგორია და რას გულისხმობს პროექტი.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1. საკონტაქტო ტელ.: 593534524
17 ივნისს, 11: 00 საათზე საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბლოკჩეინ - კომპანიასთან "Input Output HK Ltd" თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
მის.: უზნაძის 52
17 ივნისს, 11:00 საათზე გაეროს ექსპერტი, ეკოლოგი ხათუნა ახალაია „მედიაცენტრ მთავარში“ ბრიფინგს გამართავს.
თემა: სარისკო წყლითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები პროდუქტები.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
17 ივნისს 11:30 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ კოლეჯიდან, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სწავლობდა, სტუდენტებს მიმართავს.
მის: დავით ბაქრაძის 6, (ა.წერეთლის გამზირი, კოკა-კოლას ოფისის წინ)
საკონტაქტო: თეონა ჭალიძე 591051601
17 ივნისს, 11:30 საათზე, 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის წინ დაკავებული, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე მიხეილ გრძელიშვილი, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).
საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565
17 ივნისს,11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არქიტექტორ ლევან ბერიძის პრესკონფერენცია გაიმათება.
თემა: მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1. საკონტაქტო ტელ.: 593534524
17 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)
17 ივნისს,13:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკოლოგ ბიძინა გიორგობიანის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ -რას მოუტანს ახალი ლანდშაფტური ზონა ქალაქს.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1. საკონტაქტო ტელ.: 593534524
17 ივნისს 13:00 საათზე, სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
მის: „არტ-ჰაუსი - პუბლიკა“ (სახვითი ხელოვნების მუზეუმი) გუდიაშვილის #18
საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 946 431
17 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტში, ბიუროს ოთახის წინ სალომე სამადაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
17 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.
მის: პავლე ინგოროყვას 7
17 ივნისს, 14:00 საათზე, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)
17 ივნისს, 15:00 საათზე, სასტუმრო კრუიზში ,,პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდული სამიტი 2019“ გაიმართება. საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განსახილველ საკითხთა შორის არის საპენსიო რეფორმა. ახალგაზრდების სამიტს საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე დაესწრება.
17 ივნის, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
17 ივნისს, 17:00 საათზე, პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდებიან.
მის: ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზი
17 ივნისს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება „ქართული მუსიკის საღამო ზვიად ბოლქვაძესთან ერთად“. კონცერტზე იმღერებენ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ხალხის რჩეული მონაწილეები: გიორგი კელაპტრიშვილი, გუგა მარგველაშვილი, ნუცა თოფურია, ნოდარიკო ხუციშვილი, გიორგი ცხადაძე, ნუცა თოფურია. საღამოს არანჟირებას გაუკეთებს მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

























