ლევან ვასაძის განცხადებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ

გვექნება ლეგიონი, იქნება ქალაქის პატრულირება და თუ ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, აუცილებლად გავარღვევთ. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან,- ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა. როგორც ვასაძემ აღნიშნა, მათი ბრძოლა მშვიდობიანი იქნება.

„ჩვენ მოვახდებთ დღეს თვითორგანიზებას სახალხო რაზმებად. ჩვენ გვეყოლება ათეულები, ეს შეიკრიბება ასეულებად ასისთავით, რომელიც შეიკრიბება ათასეულად და იქნება ლეგიონი. აქ შეკრებილებს შორის არის უამრავის სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები. შექმნილი ათეულები, შეკრულები ათასეულებად ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად. არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება გარდა ერთისა - ეს იქნება იარაღი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ, თუკი, პროპაგანდისტები გარყვნილებისა ეცდებიან რაიმე სახის დემონსტრაციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს და იმედია, ეყოფათ ჭკუა, რომ ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ. რისთვის გავარღვევთ? რომ ქათმები ჩავქოლოთ ან ვიღაც ლესბოსელები, უსინდისო არასამთავრობოს ჭიჭყინა ბავშვები, ვინც ფულს აკეთებენ სამშობლოს გაყიდვაზე? არა. ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც თან გვქნება და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, შეგაფურთხებთ , ნუ დაარტყამთ ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ ყური აუწიეთ“,- განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, სახალხო რაზმებს კომბლებიც ექნებათ და მათ მხოლოდ პოლიციის კორდონების გასარღვევად გამოიყენებენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის