ლევან კობერიძე სერგეენკოს მიერ პოსტის შესაძლო დატოვებაზე - რასაც ვუყურებ, ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარაა გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები

მე, რასაც ვუყურებ ბოლოდროინდელ მოვლენებს, ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარაა გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს პოსტიდან შესაძლო წასვლის საკითხს.

ლევან კობერიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროში ბევრი რეფორმა გატარდა, ამ ტიპის რეფორმები კიდევ არის გასატარებელი და ამის რესურსი დავით სერგეენკოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, კობერიძის თქმით, მისთვის გაუგებარია ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან სერგეენკოს შესაძლო გაშვების გადაწყვეტილება.

კითხვაზე, სერგეენკოს თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებდა, თუ პრემიერი მამუკა ბახტაძე, კობერიძე პასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრი პარტიის თავმჯდომარის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ და არ იღებს.

„ერთი რამ მგონია, რომ სერგეენკოს ან სხვა ნებისმიერი პირის მაღალი რეიტინგი ვიღაცეებისთვის არ იქნებოდა მოსაწონი. ყოველ შემთხვევაში, მმართველ გუნდში ვერ ვხედავ დალაგებულ პოზიციას, რომ ერთმანეთის რეიტინგები მოსწონდეთ", - განაცხადა კობერიძემ.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლოა, საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი დაინიშნოს, ლევან კობერიძის თქმით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ამის შემდეგ მზად არის მკვეთრი განცხადებებიც გააკეთოს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს