საპენსიო სააგენტოს დირექტორი პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდულ სამიტს დაესწრო

მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები ასე არიან ჩართულები ქვეყნისთვის ისტორიული რეფორმის განხილვაში და მათ სწორად აქვთ გააზრებული რეფორმის მნიშვნელობა,- ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული, პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდული სამიტის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ლევან სურგულაძე აცხადებს, სასიხარულოა, რომ ახალგაზრდებმა მოდელირებული პარლამენტის ფორმატში , საპენსიო რეფორმა განიხილეს და ასე არიან დაინტერესებულნი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმით.

"მე სასიამოვნოდ ვიყავი განცვიფრებული, როდესაც ახალგაზრდებისგან მოვისმინე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეული განხილვა. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები ასე არიან ჩართულები ქვეყნისთვის ისტორიული რეფორმის განხილვაში და მათ სწორად აქვთ გააზრებული რეფორმის მნიშვნელობა",-განაცხადა ლევან სურგულაძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის, "საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის" დირექტორმა, ბაჩო ხუროშვილმა, განუცხადა, სამიტზე განხილულ ქვეყნისთვის 6 უმნიშვნელოვანეს თემას შორის საპენსიო რეფორმაც შედიოდა და „საპენსიო სააგენტოს“ წარმომადგენლების დასწრებამ ღონისძების მონაწილეებს მეტი სტიმული მისცა.

„მეტად მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, გამოთქვან თავისი აზრი და ზოგადად ჩართულნი იყვნენ არაფორმალური განათლების ხელშეწყობაში. რა თქმა უნდა ახალგაზრდებისთვის წამახალისებელია ის ფაქტი, რომ უშუალოდ საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ ამ ღონისძიებას. ახალგაზრდები ამ პროცესში ხვდებიან იმას, რომ მმართველი პირები არიან ახალგაზრდებით დაინტერესებულნი და თანადგომას უცხადებენ მათ“, -განაცხადა ბაჩო ხუროშვილმა.

ცნობისთვის, 15-16 და 17 ივნისს თბილისი მასპინძლობს ღონისძიებას "პოლიტიკისა და დიპლომატიის ახალგაზრდული სამიტი 2019", რომელშიც როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა