გიგი უგულავა მთავრობაში საკადრო ცვლილებაზე - გადავიქეცით შპს-დ, სადაც ივანიშვილი თავის პირად მომსახურე პერსონალს გვინიშნავს

ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შედის – ქვეყანას მართავს და მინისტრები ხდებიან ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმები, ორი პირადი დაცვა, ყველგან „ქართუს“ თანამშრომლებია – ჩვენ გადავიქეცით შპს-დ, სადაც ივანიშვილი თავის პირად მომსახურე პერსონალს გვინიშნავს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მთავრობაში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს უკავშირდება.

უგულავას შეფასებით, ის, რომ სერგეენკო სხვა მინისტრებთან შედარებით უკეთესი მინისტრი იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კარგი მინისტრი იყო.

უგულავას თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მართავს ცუდი მთავრობა.

დავით სერგეენკომ გადაიბარა ჩვენს მიერ დატოვებული ინფრასტრუქტურა და საყოველთაო ჯანდაცვა გამოაცხადა. აღნიშნული პროგრამით ბევრმა ადამიანმა ისარგებლა, თუმცა გაჩნდა უდიდესი შავი ხვრელი, რაც ბიუჯეტს დამოკლეს მახვილივით აწევს. ამიტომ, ის იძულებული გახდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა აღარ ყოფილიყო საყოველთაო“, - აღნიშნა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მის ადგილს საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაიკავებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო