თინა ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ პრემიერი, მისი გადაწყვეტილებების მიხედვით ხდება მთავრობაში როტაცია

პირადად ბიძინა ივანიშვილი წყვეტს ვინ უნდა იყოს მინისტრი, ვინ პრემიერი, მისი გადაწყვეტილებების მიხედვით ხდება როტაცია მთავრობაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლის კომენტირებისას განაცხადა.

„ამ შემთხვევაში საკუთარ პირად ექიმს ბიძინა ივანიშვილი ანაცვლებს სტომატოლოგით. რა კრიტერიუმით მოხდა ეს ჩანაცვლება, ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. პირადი ლოიალობა და ვიწრო პირადი ინტერესები - ასე მოქმედებენ და ამიტომ არის ქვეყანა ასეთ ღრმა კრიზისში. ივანიშვილი არ ამოდის სახელმწიფოებრიობის პრინციპიდან, არ ამოდის ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ მხოლოდ საკუთარი ლოიალობიდან საზღვრავს ვინ უნდა იკავებდეს ამა თუ იმ თანამდებობას მთავრობაში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს