დეკანოზი დავით ნოზაძე - სასულიერო პირები ლგბტ თემთან დათმობას არ დაუშვებენ!

წითელი ტერორი ხომ არ მოგწონდათ, არც ცისფერი ტერორი უნდა მოგეწონოთ. რა მნიშვნელობა აქვს კომუნიზმის სახელით დამიწყებენ დევნას თუ ლიბერალური ღირებულებების გამო?, - ამის შესახებ მოძღვარმა დავით ნოზაძემ "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სასულიერო პირები ლგბტ თემთან დათმობას არ დაუშვებენ, რადგან ლგბტ პირები ძალიან მიზანდასახულები არიან და "პატარა დათმობასაც გამარჯვებად აღიქვამენ". მისივე თქმით, პროცესები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საელჩოების მიერ იმართება.

"იცით, რეებს გააკეთებს ეს ხალხი? მათთვის მსხვერპლი და ერთი ორი კაცი თუ მოკვდება, არაფერი არ არის. თავიანთ მომხრეებს არაფრად თვლიან. მწყემსს ცხვარი უფრო ენანება მთაში, ვიდრე იმას, ვინც უკვეთავს ამ ყველაფერს. ეს საცოდავი ადამიანები. როდესაც დაინახეს საელჩოებმა, რომ ეკლესია ურყევად იდგა პოზიციაზე, ხელისუფალიც ამბობდა, რომ ვერ შეძლებდა მათ დაცვას, უბრძანეს, რომ კანცელარიის კიბეებთან დამსხდარიყვნენ. თვითონ ამ ადამიანებს რაღაც მგონია, რომ რცხვენიათ, ასეთები რომ არიან, მაგრამ ესენი აიძულებენ, რომ თავიანთი საცოდავი მდგომარეობა გამოატანინონ. საელჩოები და არასამთავრობოები, განსაკუთრებით საელჩოები, რადგან არასამთავრობოებსაც საელჩოები მართავენ, აკეთებენ ამას. ჩვენი არასამთავრობოები დაფინანსებას საიდან იღებენ?- ზუსტად იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აიძულებენ. სად არის ჩვენი სუვერენიტეტი? გულწრფელად მინდა გკითხოთ: წითელი ტერორი ხომ არ მოგწონდათ, არც ცისფერი ტერორი უნდა მოგეწონოთ. რა მნიშვნელობა აქვს კომუნიზმის სახელით დამიწყებენ დევნას თუ ლიბერალური ღირებულებების გამო",-აცხადებს მამა დავით ნოზაძე.

სასულიერო პირი არ გამორიცხავს, რომ ლგბტ პროპაგანდას გავლენა აქვს ეკლესიაში გარკვეულ სასულიერო პირებზეც.

"ჩანს, რომ რაღაცა ხდება. თბილისში ვერავინ იპოვეს. ერთი ეპარქია არის, იქიდან გამოიყვანეს სასულიერო პირი. უცნაური ამბავია", - აცხადებს მოძღვარი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სასულიერო პირის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ აღლუმი თბილისში არ შედგეს, ისე "როგორც მღვდელს შეშვენის".

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს