გია ვოლსკი  - ივანიშვილთან ურთიერთობა ეკა ტიკარაძეს არანაირად უარყოფითად არ ახასიათებს, პირიქით, შეიძლება დადებითი უფრო მეტი ითქვას

ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა ეკა ტიკარაძეს არანაირად უარყოფითად არ ახასიათებს,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ის ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, რომ კადრების დანიშვნა ივანიშვილის პირადი ინტერესების გათვალისწინებით ხდება.

გია ვოლსკის თქმით, მას ეკა ტიკარაძის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღია.

"ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა მას არანაირად უარყოფითად არ ახასიათებს. პირიქით, შეიძლება დადებითი უფრო მეტი ითქვას, იმ შესანიშნავ მონაცემენთან ერთად , რომელიც მას გააჩნია. გნებავთ განათლების და სამუშაო გამოცდილების თვალსაზრისით",-განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება დავით სერგეენკოს მინისტრის პოსტიდან წასვლას, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სერგეენკო "არც ახლაა ნაკლებ თანამდებობაზე".

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ახალი ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე წარადგინა.

ეკა ტიკარაძე ამ დრომდე საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო