დავით ზალკალიანი საქართველოში ინდოეთის  ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ინდოეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იოგშევარ სანგვანი მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, იოგშევარ სანგვანი მიმდინარე წლის 1 ივლისს საქართველოში ელჩის რანგში საქმიანობას ასრულებს.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. ხაზი გაესვა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას და ამ კონტექსტში, უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორცილების მნიშვნელობას.

„მინისტრმა ელჩს ინდოეთის ახალად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე მისალოცი წერილის ორიგინალი გადასცა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება თავის კოლეგას საქართველოში უმასპინძლოს. მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (Free Trade Agreement - FTA) მოლაპარაკებების დასრულებაზე, რაც ორმხრივი ვაჭრობის შემდგომ გაფართოებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველო და ინდოეთი წარმატებით თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატშიც, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ინიციატივების და კანდიდატურების მხარდაჭერის თვალსაზრისით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა იოგეშვარ სანგვანს საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. მინისტრმა ინდოეთის ელჩს წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე ინდოეთის ელჩი საქართველოში იოგეშვარ სანგვანი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა