ლევან ვასაძე - ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ ამერიკელი პატრონების დავალებას, დაგვანებეთ თავი - ჩემმა მტერმა იარა თქვენი გზით, რომლითაც ბოლო 30-40 წელია დადიხართ

მინდა მივმართო ამ თავისი ადგილის უცოდინარ ევროპელ ელჩებს, რომლებისგანაც ვარ ძალიან შეურაცხყოფილი, რადგან ვცხოვრობ ნახევარ სახელმწიფოში, სადაც უცხოელი ელჩები ჯდებიან ქართულ ტელევიზიებში და „ბლატაობენ“ იქ რაღაცეებს, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენო ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ თქვენი ამერიკელი პატრონების დავალებას - დაგვანებეთ თავი იმიტომ, რომ გენგრევათ თავზე ევროპა. წადით და მიხედეთ მას. ჩემმა მტერმა იარა თქვენი გზით, რომლითაც თქვენ დადიხართ ბოლო 30-40 წელია. როდესაც დაუბრუნდებით ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც არის პეტრესი და პავლესი, რომლებმაც შექმნეს ის ევროპა, მაშინ შეგვეხმიანეთ. ჩვენ თქვენთან მეგობრობა გვინდა. თუ რამე დაგაინტერესებთ, ჩვენი მამები უკეთ აგიხსნიან პეტრეს და პავლეს სიტყვები სწორად როგორ გაიგოთ. მანამდე გეშინოდეთ ევროპის იდენტობის დაკარგვისა, დაახლოებით 20-30 წლის მერე, თუ რამეს რადიკალურად არ შეცვლით“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

იხილეთ ვიდეო

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ