ლევან ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატი - ვერავის წაუყენებენ ბრალს - გამოძიებას შეკითხვები აქვს ვასაძეზე, ასევე სად მდებარეობს კომბლების საწყობი და ვინ არის მისი მომწოდებელი

თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მორალის, უსაფრთხოების, წესრიგის დაცვას, მაშინ ქართველი ხალხი მათ თავად დაიცავს“, - ამის შესახებ ლევან ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატმა, დავით ცინცქილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეიქმნა ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მზადყოფნას აცხადებს, „ჭეშმარიტი ქართველების უფლებები დაიცვან“.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და საინიციატივო ჯგუფის წევრები მზად ვართ, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე დავიცვათ ჭეშმარიტად ქართველების კანონიერი უფლებები და ინტერესები, ვინც მოძალადეების, ლესბოსელების, მამაძაღლების, უკუღმართების დემონსტრაციებსა და გალა-კონცერტებს ეწინააღმდეგება. თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მორალის, უსაფრთხოების, წესრიგის დაცვას, მაშინ ქართველი ხალხი თავად დაიცავს ამ წესრიგს. სახელმწიფოს ძალაუფლების წყარო არის ხალხი, ასევე, სამართლის წყარო. ქართველი ხალხი მოახდენს თვითორგანიზებას იმ ლოკაციაზე, ქართველი ხალხის ორგანიზებით იქნება მოწყობილი აქცია, იქნება ათეულები, ასეულები, ათასეულები, ლეგიონები და ხალხი თავად აირჩევს მათ მეთაურებს, ათისთავს, ასისთავს და ა.შ. ქართველი ხალხის ნება თუ არ იქნება, მას შეუძლია, არა მხოლოდ თვითორგანიზება, არამედ აჯანყებაც კი განახორციელოს“, - განაცხადა ცინცქალაძემ.

მან შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიებისა და ლევან ვასაძის მიერ ნახსენები კომბლების შესახებ ისაუბრა.

„რაც შეეხება ბრალს, ვერავის წაუყენებენ ბრალს. ქართველი ხალხი წაუყენებს ამ სახელმწიფოს ბრალს. გამოძიებას ძირითადად აქვს შეკითხვები ვასაძის პიროვნებასთან დაკავშირებით, ჰგონიათ, რომ მან შექმნა უკანონო ჯგუფი, რაზმი, ლაშქარი გამოძიების მთავარი შეკითხვა თვითორგანიზების ჯგუფის წევრებთან იყო, თუ სად მდებარეობს კომბლების საწყობი და ვინ არის კომბლების მომწოდებელი. ეს იუმორისტული შეკითხვა იყო. საზოგადოება შეშინებულია, რა კომბლებზეა საუბარიო. მაგალითად, ჩემი კომბალი ჩემი კალამია და ეს კრებით სახელია, ზოგს სახლში აქვს ეს „კომბალი“ შენახული, ზოგი მას თან დაატარებს“, - განაცხადა ცინცქალაძემ.

კომენტარი საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ადვოკატმა ბესარიონ ბოჭორიშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიდის ლგბტ პროპაგანდა, რომლის მიზანიც საზოგადოებებში დაპირისპირებების გაღვივებაა.

"ლგბტ პროპაგანდა, რასაც გამოხატვის თავისუფლებას ეძახიან, სინამდვილეში საერთაშორისო პოლიტიკაა, ამ პირების ფარული დისკრიმინაცია და დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. ამის იქით სამართლებრივად წასვლა არ შეიძლება, ეს სიცოცხლის უფლების დარღვევაცაა. აღზრდის პროცესში ვინც ლგბტ ჯგუფის წევრად ჩამოყალიბდა, მათი შეცვლის მაგალითები არის, როდესაც იცვლის დამოკიდებულებას და ხდება ჩვენნაირი, ჩვეულებრივი ადამიანი. ჩვენ ამას მათ არ ვაიძულებთ. მაგრამ პოლიტიკოსები მათ ცუდად იყენებებ იმ მიზნით,რათა საზოგადოება დაშალონ და კონფლიქტურ ჯგუფებად აქციონ. მათ არავინ არაფერს უშავებს, პირიქით, თუ არსებობს მკურნალობის საშუალება, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი. ლგბტ და სხვა ნეო-ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები და პროცესები ფინანსდება. რატომ არ იქნება საქართველოში პირობები „ენჯეოები“ ჩვენ თვითონ დავაფინანსოთ? სინამდვილეში, მათ სურთ გრანტები, უნდათ, თანხები მიიღონ და მათ უკან დგას ნეო-ლიბერალური ჯგუფების დასავლეთში დამარცხებული ფრთა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საერთოდ, ფორმირების შექმნა არ არის დანაშაული, არამედ, დანაშაული შეიარაღებული ფორმირების შექმნაა.

ამასთან, საინიციატივო ჯგუფის წევრის, გაიოზ ჩარკვიანის თქმით, საქართველოში ქართული იდეა, ქართული აზრი და ქართლი ჭეშმარიტება არსებობს და თუ საჭირო გახდა, მოწინააღმდეგე მხარე „სამართლებრივ ჭინჭრებს მიიღებს“.

იხილეთ ვიდეო: ლევან ვასაძის თანამოაზრეების ადვოკატი - გამოძიებას შეკითხვები აქვს სად მდებარეობს კომბლების საწყობი და ვინ არის მისი მომწოდებელი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა