ანონსი 20 ივნისი

20 ივნისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ორდღიანი კონფერენცია გაიხსნება.

საკონტაქტო: მაგდა ნოვაკოვსკა 598822544, სოფო ჭიჭინაძე, 5991976907

20 ივნისს, 09:30 საათზე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

20 ივნისს, 10:30 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სასტუმრო „რედისონში“ აწყობს დისკუსიას თემაზე „მედია კანონმდებლობაში არსებული გამოწვევები“.

20 ივნისს, 11.00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: სერგეი გავრილოვის ვიზიტი თბილისში.

.საკონტაქტო:მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

20 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „თბილისი პრაიდი“ - უნდა გაიმართოს, თუ არა „ღირსების მარში?“; ლევან ვასაძის და მისი თანამოზარეების მუქარის შემცველი განცხადებები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1.

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 ივნისს 11:00 საათზე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია და დავით ბერძენიშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან მივლენ პარლამენტის წინ და დღის განმავლობაში თავადაც დაეხმარებიან ხელმოწერების შეგროვებაში

საკონტაქტო: 591051601 თეონა ჭალიძე

20 ივნისს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის.: ბოჭორმის ქ.#12

საკონტაქტო: ქეთი ლაცაბიძე 555 22 30 04

20 ივნისს, 12:00 საათზე, საჯარო სხდომაზე სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროების ტარიფის მოდელზე იმსჯელებს.

მის.: ა.მიცკევიჩის #19.

20 ივნისს, 12:00 საათზე, “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის” საკონფერენციო დარბაზში „მტირალა“ გაიმართება პრესკონფერენცია სასტუმროს ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით.

მის: თელავის ქ.20

20 ივნისს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, იბრაჰიმ ბინ აბდულაზიზ ბინ აბდულა ალ-ასაფს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

20 ივნისს, 12:45 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის რიგით მე-8 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება.

საკონტაქტო: ნინო ჩუტკერაშვილი, 577400675

20 ივნისს 13:00 საათზე, Sputnik-ის საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ტაძარში აღმოჩენილი ქართული ნეკროპოლის აღმოჩენისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: დავით აღმაშენებლის პროსპექტი 61. მე-5 სართული, ბლოკი С.

20 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილისა და ახალი მშრომელთა გაერთიანების წევრების შეხვედრა ბათუმის მოსახლეობასთან.

მის: ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ.#33.

20 ივნისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ პარტია" სამართლიანობისთვის" ყრილობა გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.29

საკონტაქტო: 577417282

20 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც პროექტის მონაწილე მოზარდებისთვის გაიმართება. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები.

საკონტაქტო: გვანცა ზაქარეიშვილი - 514 304 304

20 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N238 (C კორპუსი, II სართული)

20 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება ლტოლვილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

20 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „სტამბა“-ში ZEG – Tbilisi Storytelling Festival - რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი იხსნება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს