კახა ოქრიაშვილი პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო, ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო, ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ასევე მისი მოთხოვნაა, ყველა იმ პირმა, ვინც ფორუმის დაგეგმვასა და წარმართავზე აგებდა პასუხს, უმრავლესობა დატოვოს.

„ვეხმაურები საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს და მსურს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში აღარ უნდა გაგრძელდეს და მეტიც - ვფიქრობ, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, უნდა შეაჩეროს აღნიშნულ ასამბლეაში მუშაობა.

გარდა ამისა, ყველა ის პირი, ვინც პასუხს აგებს ფორუმის ამ სახით დაგეგმვასა და წარმართავზე, უნდა წავიდეს როგორც საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობიდან, ასევე პოლიტიკიდან.

ბოლოს, პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე.

მე ბაქოდან ვუერთდები საღამოს ღირსების აქციას და მოვუწოდებ ხელისუფლების ყველა შტოს, შეურთდნენ ამ აქციას, რათა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხებში საქართველოს მთავრობაც, მოსახლეობაც, პოზიციაც, ოპოზიციაც და მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანია“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ჩაიშალა, რისი მიზეზიც ფორუმში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის მონაწილეობა გახდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა