ზაალ უდუმაშვილი - დღეს, პარლამენტის შენობასთან ვიკრიბებით - ხელისუფლება შევიდა გავრილოვის კრიზისში

პარლამენტის შენობასთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ და ქვეყნის მოსახლეობას დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ქვეყანა არ შეეგუება მომხდარს და ის, რაც უკრაინაში და მოლდოვაში მოხდა, საქართველოშიც განმეორდება. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ გვყავს სამარცხვინო და უთავმოყვარეო ხელისუფლება. არა ბატონებო, არც სამარცხვინოა ეს ხელისუფლება და არც უთავმოყვარეო, ეს არის დამნაშავე ხელისუფლება, რომელიც დანაშაულს სჩადის ქართველი ხალხისა და საქართველოს მოსახლეობის წინაშე. დღეს ხელისუფლება შევიდა გავრილოვის კრიზისში. დიახ, ხელისუფლებას სჭირს გავრილოვის კრიზისი. დღეიდან დაიწყება საქართველოს დეოლიგარქიზაცია. დიახ, სწორედ ასე მოხდება. ის რაც მოხდა მოლდოვაში, რაც მოხდა უკრაინაში დღეიდან დაიწყება საქართველოში. საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება არასდროს, რომ რუსი ოკუპანტები გვმოძღვრავდნენ პარლამენტის შენობიდან და გვეუბნებოდნენ , რომ თურმე საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს უნდა შევეგუოთ, რომ ის ტერიტორიები თურმე დამოუკიდებელი ყოფილა და აღიარებული აქვს რუსეთს. ყველაზე მოგიწოდებთ, დღეს, 19:00 საათზე მობრძანდეთ პარლამენტის შენობასთან და ერთად გავაბუნძულით სამარცხვინი ხელისუფლება",-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა