„დაიცავი საქართველო” - „ნაცებმა” ტანკებით შემოიყვანეს რუსეთი საქართველოში, ხოლო “ოცნებამ” პარლამენტის მთავარ სავარძელში დააბრძანა

ჩვენი პოზიციაა, “ოცნება” ისე უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რომ “ნაცები” ვერ დაბრუნდნენ, - ამის შესახებ მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მონაწილეობას უკავშირდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთი ტანკებით შემოიყვანა საქართველოში, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში „დააბრძანა.“

„ჩვენი პოზიციაა, რომ “ოცნება” ისე უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რომ “ნაცები” ვერ დაბრუნდნენ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. “ნაცებმა” ტანკებით შემოიყვანეს რუსეთი საქართველოში, ხოლო “ოცნებამ” წითელი ხალიჩა დაუფინა და პარლამენტის მთავარ სავარძელში დააბრძანა. ჩვენი პროტესტის გამოსახატავად ვიკრიბებით 19:00 საათზე ოპერის თეატრთან,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა