ირმა ინაშვილი -  „პატრიოტთა ალიანსი“  ზნეობისთვის ბრძოლას  მხარს უჭერს

„პატრიოტთა ალიანსი“ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, ლევან ვასაძე იმ პოზიციის გამო გახდა შეტევისა და ბულინგის მსხვერპლი, რაც მას ლგბტ თემის ღონისძიებებთან დაკავშირებით აქვს.

„ინტერპრესნიუსი“ ირმა ინაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე დღეა არ წყდება უკიდეგანო შეურაცხყოფის ნიაღვარი ლევან ვასაძის მიმართ. რასაც ვაკვირდები, საქმე იმაში არაა, ბრძოლის რა მეთოდი აირჩია ვასაძემ. თუ უფრო ღრმად გავაანალიზებთ პროცესს, დავინახავთ, რომ ვასაძე სწორედ მისი პოზიციის გამო აღმოჩნდა მიზანმიმართული შეტევის ქვეშ! და რა პოზიციაა ეს? რაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობას- ლგბტ თემის ღონისძიებები რეალურად პროპაგანდის რეჟიმშია გადასული, წლების მანძილზე მიდის ცხოვრების ამ წესის აქტიური პროპაგანდა. მეტიც, მიდის პროპაგანდა, რომ მართლმადიდებელები ჩაგრავენ უმცირესობას. არადა, ყველაფერი პირიქითაა და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ჯერ კიდევ 2014 წელს შევაგროვეთ 100 000-ზე მეტი ხელმოწერა და მივმართეთ პარლამენტს, რათა აკრძალულიყო ლგბტ პირების ცხოვრების წესის პროპაგანდა, მაგრამ მაშინ პარლამენტმა ეს მიმართვა და 100 000 ხელმოწერა არაფრად ჩააგდო. არავინ არავის არ ერჩის, კაცთა კვლისა და ცემა-ტყეპის მომხრე ვინაა? მაგრამ როდესაც ლგბტ ჯგუფები სკოლების, საბავშვო ბაღების, ცენტრალური პროსპექტების სივრცეში ცდილობენ მსვლელობების და ახლა უკვე ე.წ. „თბილისი პრაიდის“ გამართვას, ქართველი ხალხის სრული უმრავლესობისათვის ეს სწორედ პროპაგანდას ნიშნავს. არავის უნდა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ხდებოდეს ის, რაც ჩვენი რწმენის, ზნეობის, ტრადიციების მიღმაა.

ვასაძე სწორედ ამ პოზიციის დაცვით გამოვიდა ვერის ბაღში- ზნეობრივი პოზიციის დაცვით! არ შეიძლება, რომ ეს პოზიცია, თუნდაც, ვიღაცისთვის მიუღებელი, გახდეს ლევან ვასაძეზე უწყვეტი თავდასხმის, შეურაცხყოფის, ლანძღვის მიზეზი, რამაც ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადააბიჯა. ახლა გადახედეთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ცალკეულ ენთუზიასტებს, რომლებიც ვასაძის ბულინგით არიან დაკავებულნი და დარწმუნებული ვარ, დასკვნებს მარტივად გამოიტანთ. ჩვენ ზნეობისთვის ბრძოლას ვუჭერთ მხარს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი- პატრიოტთა ალიანსი ზნეობისთვის ბრძოლას უჭერს მხარს!“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას „პატრიოტთა ალიანსის“ პრესსამსახური ავრცელებს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს