ნუკრი ქანთარია - განმარტებები უნდა გააკეთონ მათ, ვინც ვერ გათვალა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში თავისი სკამით არ შემოვიდოდა

უნდა გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები და საზოგადოების წინაშე გააკეთონ შესაბამისი განმარტებები მათ, ვისაც ესმძიმე შეცდომა გაეპარა და ვინც ვერ გათვალა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში თავისი სკამით არ შემოვიდოდა, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

ქანთარიას შეფასებით, დღეს პარლამენტში აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა, რაც მისივე აზრით, არა განზრახ გათვლილი, არამედ დაუდევრობისა და სამშობლოს განცდის, სიმბოლოების ნიველირების შედეგიც არის.

“უნდა გაირკვეს, სხდომა საბერძნეთის წარმომადგენელს უნდა წაეყვანა და გავრილოვის საქციელი თვითნებობა იყო, თუ რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან კონფერენციის წაყვანა წინასწარ იყო გაწერილი. რაც ხდება, მძიმე ფაქტია. თუმცა, ისტერიკაში არ უნდა გადაიზარდოს. დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ რუსეთს, “ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დამქაშებს აწყობს. პროვოკაციებისთვის ნოყიერი ნიადაგი არ უნდა შეიქმნას. იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა ზუსტად შეაფასებს შექმნილ მდგომარეობას და ამ ვითარებიდან პროვოკაციების გამომყენებელთა სურვილებს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია რუსეთის მონაწილეობის გარეშე უნდა გაგრძელდეს. რუსეთის დელეგაციამ უკვე დატოვა საქართველო. კონფერენციაზე უამრავი სხვა ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული. საერთოდ, ნებისმიერი საერთაშორისო კონფერენცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამ ფაქტის გამო სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მიმართ სტუმართ-მასპინძლობის იმიჯი არ უნდა დავკარგოთ. ვფიქრობ, კონფერენცია უნდა გაგრძელდეს, თუმცა სხვა ადგილას, არა პარლამენტის შენობაში.

კეთდება განცხადებები და უნდათ, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს ეს ფაქტი. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ეს გარკვეულ წრეებს სურთ და მათ ინტერესებშია დაძაბულობის ესკალაცია. საზოგადოებამ ამ საქმეში მტყუან-მართალი უნდა გაარჩიოს. პროვოკაციებისთვის ხელსაყრელი ნიადაგი შეიქმნა, „ნაციონალების“ და იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახელმწიფოებრივობის განცდა არ აქვთ და ნოყიერ ნიადაგს ელიან დესტაბილიზაციისთვის და ეს არ უნდა იქნეს დაშვებული“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს