დავით ბაქრაძე -  პასუხისმგებლობა არ არის ბოდიშის მოხდა, ირაკლი კობახიძე პოლიტიკურადაა პასუხისმგებელი

პასუხისმგებლობა არ არის ბოდიშის მოხდა, ირაკლი კობახიძე პოლიტიკურადაა პასუხისმგებელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

“აქამდე უბრალოდ დაცინვის თემა იყო, რომ “ოცნების” დეპუტატებს მწვანე და წითელი ღილაკები ერევათ, „ოცნების“ თანამდებობის პირებს გასაკეთებელი და გაუკეთებელი ხიდები ერევათ და აფეთქებენ, ღრმაწყლოვანი პორტები ერევათ და ანაკლიის მაგივრად ფოთს თხრიან, მაგრამ დღეს რაც მოხდა, ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირდაპირი შეურაცხყოფა იყო და პასუხისმგებლობა ბოდიშის მოხდა არ არის. პასუხისმგებლობას გავყოფდი ორ ნაწილად, პირველი ეკისრება ირაკლი კობახიძეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ის პოლიტიკურადაა ამაზე პასუხისმგებელი, ამიტომ მოვითხოვეთ მისი გადადგომა და რადგანაც გუნდი უარს აცხადებს ამაზე, დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცესს. მაგრამ სრულიად აღმაშფოთებელი იყო, რაც ვიხილეთ, რომ „ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები გამოდიოდნენ და მიამიტურად, გაოგნებული სახეებით იძახდნენ, რა საშინელება მოხდა, დავითრგუნე, გავნადგურდიო, გეგონება, გავრილოვი პარაშუტით გადმოსვა ვიღაცამ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ მიგვიყვანა აქამდე, რომ გავრილოვი დღეს ამ სავარძელზე აღმოჩნდა”, - აღნიშნა ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს