აკაკი ბობოხიძე აფხაზეთის ე.წ.საგარეო უწყებას პასუხობს და აცხადებს, რომ რუსი დეპუტატებისადმი მიმართვისას, აფხაზეთი მხოლოდ ყირიმის კონტექსტში ახსენა

გუშინ, რუსი დეპუტატებისადმი მიმართვისას, აფხაზეთი მხოლოდ ყირიმის კონტექსტში ვახსენე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძე “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, აფხაზეთის ომში აფხაზები და ქართველები ერთმანეთს ხოცავდნენ, რაც დასანანია, მაგრამ ამას უნდა ნანობდეს არა მხოლოდ ერთი, არამედ ორივე მხარე.

“არა იმიტომ რომ აფხაზებს ენა მოვუჩლიქო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზებს შეურაცხყოფა არ მივაყენო, გეტყვით, რომ გუშინ აფხაზეთი ყირიმის კონტექსტში ვახსენე. როცა რუს დეპუტატებს მივმართე, ვკითხე, როგორც ისინი აცხადებენ, თუკი ყირიმს მშობლიურ ყურეში დაბრუნების უფლება ჰქონდა, რატომ არა აქვს ეს უფლება აფხაზეთს, სამაჩაბლოს და რატომ არ არიან ისინი საქართველოში? არც იმას ვმალავ, რომ კი, აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიწევდა. სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების დროს ადამიანები იღუპებიან. იმ ომში ქართველებიც დაიღუპნენ და დაიღუპნენ აფხაზებიც. ერთადერთი ვისზეც წუხილს არ გამოვთქვამ, არიან რუსები, რადგან იქ რუსებს არაფერი ესაქმებოდათ. ამიტომ რუსები თუ დაიღუპნენ, დაიღუპნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხვირი შემოყვეს იქ, სადაც არ ესაქმებოდათ. არანაირი წუხილი არ მაქვს და არც მომავალში მექნება, ჩემს მიერ გასროლილი ტყვიით მოკვდა რუსი თუ არა. სწორედ ეს ვუთხარი რუსებს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის წინ გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართველი დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

“ქართველმა პარლამენტარებმა, რომლებიც ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენდნენ, მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია უხეშად ჩაშალეს. წარმოშობილი პოლემიკის მსვლელობისას საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და “ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ შეურაცხმყოფელი რეპლიკა წამოიყვირა, რომელშიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობი აღიარა“, - ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, რომ ოფიციალური პირის მიერ საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული მსგავსი ცინიკური განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში სამართლიან შეშფოთებას იწვევს.

“მსგავსი განცხადება სამართლებრივი შედეგების გარეშე არ ჩაივლის იმ ადამიანისთვის, ვინც ღიად საუბრობს თავის სამხედრო დანაშაულებებზე. აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები გეგმავენ ქართველი პარლამენტარის მიერ გაჟღერებული განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე წამოწიონ, რათა ამ საკითხზე დისკუსიის ყველა მონაწილის ყურადღება მიაქციონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო დეპუტატ ბობოხიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა